17 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას აღნიშნავს - სურბ ეჩმიაძინის ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას აღნიშნავს. სურბ ეჩმიაძინის ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზა-ხანიანიმა მორწმუნეებს დღევანდელი დღეს მიულოცა. წირვას ეკლესიაში პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმიდა აღდგომის დღესასწაულს ახალი სტილით, ანუ გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავს

„თბილისის ამ ისტორიული უბნის ამ ისტორიული ტაძრიდან მე მინდა ჩვენ სომეხ თანამოქალაქეებს მივულოცო აღდგომის დღესასწაული, სიკეთის დღესასწაული, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღესასწაული. მე მათ მინდა ვუსირვო ჯანმრთელობა. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვცხოვრობთ ერთ დიდ ოჯახში რასაც საქართველო ჰქვია და ასე გაგრძელდება მუდმივად,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები