ვაშინგტონიდან და ევროპის ქალაქებიდან გაძევებული რუსი დიპლომატები უკრაინაში მუშაობას ვერ შეძლებენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ისინი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლა 5 წლით აუკრძალა. აკრძალვა შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩოს 48 თანამშრომელს და გაეროში რუსეთის მისიის 12 წარმომადგენელს ეხება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დიპლომატების საქმიანობა არ შეესაბამება მათ სტატუსს. ამავე მოტივით კიევმა ქვეყანაში შესვლა ბრიტანეთიდან გაძევებულ 23 რუს დიპლომატსაც აუკრძალა, და იულია და სერგეი სკრიპალების მოწამვლის გამო ქვეყნიდან 13 რუსი დიპლომატი გააძევა.