17 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავენ 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს.

პრემიერ-მინისტრი, მრევლს სულიერ სიძლიერესა და ბედნიერებას უსურვებს.

„აღდგომას ვულოცავ ჩვენს იმ თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. უფლის აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების, მარადიული სიცოცხლის რწმენას უკავშირდება და ადამიანებს სიხარულით ავსებს. ყველას ვუსურვებ სულიერ სიძლიერესა და ბედნიერებას,“ - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს აღდგომის დღესასწაულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ულოცავს.

„ყველას, ვინც დღეს უდიდეს დღესასწაულს - ქრისტეს აღდგომას ზეიმობს, ჩვენს თანამემამულეებს, კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. აღდგომა განახლებისა და სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისთვის. ვუერთდები მათ დიდ სიხარულს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას და წინსვლას“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დღის ამბები