17 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილი, "რუსთავი 2," ვანო მერაბიშვილი - სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა

თემირლან მაჩალიკაშვილისა და "რუსთავი 2"-ის საქმეები, ასევე ქვეყნის ნარკოპოლიტიკა და ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - სახალხო დამცველმა პარლამენტს გასული წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 347-გვერდიანი დოკუმენტი ყველა მნიშვნელოვან თემას ეხება.

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან მიმართებაში დასკვნაში აღნიშნულია, რომ "განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა გახდეს სასამართლოს განჩინების მიღებიდან ოპერაციის ჩატარებამდე შემუშავებული დაკავების გეგმა და ოპერაციაზე კონტროლი. ასევე დასადგენია, გაითვალისწინა თუ არა ოპერაციის ჩამტარებელმა უწყებამ ძალის პროპორციული გამოყენებისთვის ყველა შესაძლებლობა, რათა გამოუსწორებელი შედეგი, სიკვდილი აერიდებინა თავიდან." 

რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ "განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევები გამოიკვეთა, როგორც „რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღებისა და ტელეკომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებში, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეებისთვის გადაწყვეტილების საკუთარი ინიციატივით, ადრეულად ჩაბარების ფაქტთან დაკავშირებით. თავის მხრივ, დასახელებულმა გარემოებებმა და საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვამ სასამართლოებში მიმდინარე პროცესების მიმართ ნდობას ზიანი მიაყენა."

დასკვნა პარლამენტში ბიუროს სხდომაზე ხვალ დარეგისტრირდება.

დღის ამბები