საქართველოში ჩეხეთის საზოგადოებრივი არხის გადამღები ჯგუფი იმყოფება.
გადაცემა „Objectiv”-ის ჟურნალისტები საქართველოში მოგზაურობასა და ქვეყნის კულტურის შესახებ ვრცელ რეპორტაჟებს ამზადებენ. ჩეხი ჟურნალიტები საქართველოში პილიგრიმული ტურიზმის შესახებ 3 სერიას მოამზადებენ, ამ მიზნით 4 კაციანი გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადახვა რეგიონში იმოგზაურეს. ჩეხ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა.