"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. დღეს, პარტიის ლიდერები ზუგდიდის ბაზარში იმყოფებოდნენ, სადაც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ მათ პენსიის 400 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით პარტიის კონცეფცია გააცნო.
ასევე, მოისმინა ადგილობრივების პრობლემა, რომელიც ძირითადად წამლებსა და საკვებ პროდუქტებზე მაღალ ფასებს უკავშირდება.
„ყველა ქალაქში, ზუგდიდში ჩახვალ, ქუთაისში ჩახვალ, ნებისმიერ სოფელში ნებისმიერი ადამიანი თუკი შევა დარწმუნდება, რომ ცხოვრების გაგრძელება ასე არის შეუძლებელი, არ შეიძლება ქვეყანაში ერთი ვიწრო კლანი მდიდრდებოდეს ივანიშვილის გარშემო და მილიონობით ადამიანი შიმშილობდეს. ეს ყველაფერი არის შესაცვლელი და ამას სჭირდება საზოგადოების გამოფხიზლება, საზოგადოება არის გამოფხიზლებული, საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.