17 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
სოციალურად დაუცველ 10 სულიან ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება-სახელმწიფო ფართს აუქციონზე გაყიდის

ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშე მყოფი 8 შვილიანი ოჯახი - ერთოთახიანი ბინა, რომელიც სოციალურად დაუცველ დიაკონიძეებს სახელმწიფომ 7 წლის წინ გადასცა, ახლა შესაძლოა აუქციონზე გაიყიდოს.

დიაკონიძეების 8 შვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფომ 1 ოთახიანი ბინა 2011 წელს გადასცა. მრავალშვილიან ოჯახს, მერიამ პირობა მისცა, რომ ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ბინას მათ სახელზე დაარეგისტრირებდა, თუმცა, მუნიციპალიტეტმა დაპირება არ შეასრულა და 7 წლის შემდეგაც მათ ბინის გაფორმებაზე უარს ეუბნება. რატომ არ ხდება ამ დრომდე დიაკონიძეებისთვის ბინის დარეგისტრირება ამ თემაზე ქუთაისის მერიაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ თუმცა ადასტურებენ, რომ სახლი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და უახლოეს პერიოდში მისი აუქციონზე გაყიდვა იგეგმება.

დიაკონიძეების ოჯახის არც ერთ წევრს მუდმივი სამსახური არ აქვს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და შემოსავლის წყარო შემწეობით მიღებული თანხაა.

ადგილობრივი ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს, ბინა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცეს.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები