17 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
"არა სვანეთის დატბორვას" - "მესტია ჭალა ჰესის" მშენებლობა დღეს კანცელარიასთან გააპროტესტეს

არა სვანეთის დატბორვას, დავიცვათ ჩვენი შვილები - სვანეთის შემდეგ, მესტია ჭალა ჰესის მშენებლობა დღეს კანცელარიასთან გააპროტესტეს. აქციაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გარემოსა და ადამიანის უფლება დამცველები შეიკრიბნენ. მათი თქმით, დაუშვებელია სვანეთში მასშტაბური ჰესების მშენებლობა და სპეციალურმა ტექნიკამ მესტიის ტერიტორია დროულად უნდა დატოვოს - წინააღმდეგ შემთხვევაში შეკრებილები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

„გარემოს დამცველები, უფლებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა ვგმობთ გუშინდელ ძალადობას მესტიაში, როცა სპეც რაზმის ძალით უკანონო მშენებლობა განეახლებინათ მესტია ჭალა ჰესის,“ - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი ლაშა ჩხარტიშვილი.

დღის ამბები