17 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
დედაქალაქის მერმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 15 წლის გიგი ანთაძეს სავაჭრო ჯიხური გაუხსნა 

დედაქალაქის მერმა მოადგილესთან ერთად, დღეს 15 წლის გიგი ანთაძეს,  ახალი „მზიურის“ ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხური გაუხსნა.

გიგი ანთაძე  დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ჰყიდდა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდისთვის დახმარების გაწევა კახი კალაძემ სოფო ხუნწარიას რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე დაავალა.

გიგი, რომელსაც ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე ცენტრალურ ქუჩებზე გარე ვაჭრობა აეკრძალა - ახალ ადგილზე მუშაობის დაწყებას დღესვე აპირებს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ არის ძალიან გახარებული და ძალიან კმაყოფილი და მინდა მას წარმატებები ვუსურვო,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

დღის ამბები