17 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
აქცია მესტიის ცენტრში - ცოტა ხნის წინ მოსახლეობამ გზაზე ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა

აქცია მესტიის ცენტრში ამ დრომდე მიმდინარეობს. კვლავ გადაკეტილია ცენტრალური გზა. ცოტა ხნის წინ მოსახლეობამ გზაზე ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ადგილობრივები "მესტია ჭალა ჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ და უკან დახევას არ აპირებენ.

გზის გადაკეტვით ისინი სპეც ტექნიკას მშენებლობამდე მისვლის საშუალებას არ აძლევენ. მესტიის შესასვლელში, სოფელ ლენჯერში ადგილზე რჩება სპეცდანიშნულების რაზმი.

დღის ამბები