სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება - 2017 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
ომბუდსმენის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები გახშირებულია და ვითარება გაუარესებულია.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია.
„2017 წელს შენარჩუნებულია დაზიანებით შესახლებულ პირთა და პოლიციის მიმართ პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევათა ხვედრითი წილის ზრდის ტენდენცია.
2017 წელს პოლიციის მხრიდან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ მოპყრობა გაუარესებულია,“ - აღნიშნული სახალხო დამცველის ანგარიშში.
სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე, ციხეში არსებული მდგომარეობაც მოხვდა. ნინო ლომჯარია ანგარიშში მიუთითებს იმას, რომ კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პატიმრებს შორის ძალადობა და არაფორმალური მმართველობა.
„მიუხედავად ამისა, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა. ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად საჭიროა, ერთი მხრივ, ძალადობის შემთხვევების გამოვლენის, დოკუმენტირების, საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების ეფექტური მექანიზმის დანერგვა და, მეორე მხრივ, არსებული სხვადასხვა სარისკო პრაქტიკის აღმოფხვრა,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.