სასამართლო გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 66 წლის მამაკაცისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
წარდგენილი ბრალი 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
15 წლის გოგონა კი, რომელიც პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, გამოძიებამ უკვე ოფიციალურად ცნო დაზარალებულად. სამართალდამცველებმა მოზარდთან ერთად დაათვალიერეს პედაგოგის კუთვნილი ავტოფარეხი და საცხოვრებელ ბინაც, სადაც დაზარალებულის ინფორმაციით, ასაკოვანმა მამაკაცმა მის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
არასრულწლოვანმა სექსუალური შევიწროების დასადასტურებლად ვიდეომასალა გადაიღო. ბოლო ინციდენტი დაახლოებით, ერთი კვირის წინ მოხდა, მოზარდზე მწვრთნელმა ერთ დღეში რამდენჯერმე იძალადა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.