ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. „Golf 3"-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. გვამი იდენტიფიცირებულია და ის პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.