ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილებაში დღეს იმ სპორტ სკოლის პედაგოგები იკითხებიან, რომლის ერთ-ერთი მწვრთნელი გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.
66 წლის მამაკაცისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღის ბოლომდე იმსჯელებს. მამაკაცს, რომელიც საფეხბურთო მწვრთნელად მუშაობდა, 15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად.
„28-ში მოვიდა ჩვენთან, ავადმყოფობის გამო დაწერა განცხადება, სადაც მოხსენიებულია, რომ ავად არის, გულზე ნაოპერაციებია და ჩვენ ეგრევე გავათავისუფლეთ. ცუდ საქმეებში შემჩნეული არასდროს არ იყო, წარმატებული მასწავლებელი იყო, მიღწევები აქვს სპორტში,“ - განაცხადა სკოლის დირექტორმა ნუგზარ ჯომიდავამ.