17 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
მეტროპოლიტენის მემანქანეები ხელფასების მატებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვას აანონსებენ

მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვას აანონსებენ. თბილისის მეტროპოლიტენში დასაქმებული 250 მემანქანე, სატრანსპორტო კომპანიას და დედაქალაქის მერიას მოთხოვნების შესასრულებლად 21 დღიან ვადას აძლევენ. მთავარი მოთხოვნა ხელფასების მატებაა.  

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მათ ყოველდღიურად მუშაობა მძიმე პირობებში უწევთ და მემანქანეების საათობრივი ანაზღაურება 7-დან 10 ლარამდე უნდა გაიზარდოს. მემანქანის საბაზო ხელფასი 1054 ლარია.

„უფლებას ვიტოვებთ, რომ რომის კანონით გათვალისწინებული 21 დღის გასვლის შემდეგ გადავიდეთ საგაფიცო რეჟიმში,“ - განაცხადა მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ.

გაფიცვის პროცედურის დასაწყებად შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიაში პროფკავშირებმა უკვე შეიტანეს.

მემანქანეების მოთხოვნების დეტალურად გაცნობას გეგმას თბილისის მერია. თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი აღნიშნავს, რომ გაფიცვა დესტრუქციულ ქმედებაში არ უნდა გადაიზარდოს. ელოშვილი აცხადებს, რომ პროფკავშირებს მერია ეკონტაქტება. 

დღის ამბები