17 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
„რუსთავი2“-ზე დღეიდან ახალი მეგაშოუ „მხოლოდ ქართული“ იწყება

„რუსთავი2“-ზე დღეიდან ახალი მეგაშოუ „მხოლოდ ქართული“ იწყება. მთავარი მეგაშოუ მთავარ არხზე 21:00 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება.

შოუში, როგორც მისი სახელწოდებიდანაც ჩანს მხოლოდ ქართული სიმღერები შესრულდება.

შოუს მონაწილეთა შესარჩევად კასტინგი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირველი შოუს წინ ჟიურის წევრები განვლილ წინა საკონკურსო კასტინგს აფასებენ. რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა.

„გვყავს ათი ინდივიდუალიზმით გამორჩეული ახალგაზრდა და მე ამით კმაყოფილი ვარ. ჩვენთვის, რუსთავი2-ისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდების დაკვალიანება“- ამბობს ,,მხოლოდ ქართულის" ჟიურის წევრი მარინა ბერიძე.

დღის ამბები