სტიქია აჭარაში - ძლიერმა ქარმა ბათუმში ჭაღალიძეების 12 სულიანი ოჯახი დააზარალა.
ქარმა მათ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რის გამოც დაზარალებულები, მათ შორის 5 მცირეწლოვანი ბავშვი, ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი.
ჭაღალიძეები ეკომიგრანტები არიან და ისინი დროებით "ენერგოპროჯორჯიას" ქვესადგურის შენობაში იყვენენ შესახლებულები.
დაზარალებულების ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომaდგენლები მივიდნენ, თუმცა მათ დახმარება ვერ გაუწიეს.
ადგილობრივ მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს ოპოზიცია.