17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
"შეიძლება წელიწადი ვიდგეთ, სანამ გზა არ გაკეთდება" - შუქურთისა და ითხვისის მცხოვრებლების აქციები გრძელდება 

ჭიათურის სოფლების-შუქურთისა და ითხვისის მცხოვრებლების საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილ ავტომანქანების გადაადგილებას გააპროტესტებენ, რომელიც მათი თქმით, გზას აზიანებს. 

მთელი ღამის განმავლობაში კი ადგილზე რამდენიმე პირი მორიგეობდა.

მოსახლეობა „ჯორჯიან მანგანეზის კუთვნილ ავტომანქანებს მაღაროებამდე არ უშვებს. მათი თქმით, შპს-ს კუთვნილმა ტექნიკამ სოფლის გზები დააზიანა, ჯორჯიან მანგანეზი კი მის შეკეთებას არ გეგმავს. მოსახლეობის ინფორმაციით, სოფლებში გადაადგილება დღითიდღე შეუძლებელი ხდება.

დღის ამბები