17 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
სოხუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალი - ეროვნული კინოცენტრი განცხადებას ავრცელებს 

ეროვნული კინოცენტრი სოხუმის კინოფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კულტურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება, რაც განცხადების ავტორების თქმით, დაუშვებელია.

"რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის ფონზე, საიდანაც გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, ღონისძიების ჩატარება წარმოადგენს მცდელობას, მოხდეს საქართველოს განუყოფელი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენა და საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია"- ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში სოხუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალი გუშინ გაიხსნა.

დღის ამბები