ბათუმის ნავსადგურის 10-მდე თანამშრომელი შიმშილობას განაგრძობს. ისინი გენერალური დირექტორის გადადგომას მოითხოვენ.
მიზეზად კი დაწყებულ რეორგანიზაციას ასახელებენ. ნავსადგურის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ პროცესი რეალურად მათი სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ნავსადგურის დირექტორისა და მოშიმშილეების გუშინდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
„ვითხოვთ დირექტორის უპირობოდ გადადგომას, მანამდე ვიშიმშილებთ, სანამ არ გადადგება. მიზეზი თანამშრომლების შემცირება, რეორგანიზაციის პროცესი და გაუარესებული სამედიცინო დაზღვევამ,“ -ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე თენგიზ სურმანიძე,