17 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
​ნახევარფაბრიკატებში ვირის და ცხენის ხორცი აღმოჩნდა 

ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგად ხორც-პროდუქტებში ცხენის და ვირის ხორცი აღმოაჩინეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  ხინკლის, გუფთას, ბლინის, ქაბაბის და ბასტურმას 20-მდე ნიმუში შეამოწმა, შვიდში ცხენის ხორცი აღმოჩნდა, ორში კი - ვირის ხორცი.

პროდუქცია ბაზრიდან ამოღებულია, მწარმოებლები კი 1000 ლარით დააჯარიმეს.

საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა ერთ-ერთ ინდმეწარმეს, სადაც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა და აღმოჩნდა დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი.

დღის ამბები