ამ დრომდე უცნობია ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელობის პოზიცია. შიმშილობას კი ნავსადგურის თანამშრომლები მეორე დღეა აგრძელებენ.
მოშიმშილეებს დღეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროფკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ.
პორტის 10-მდე თანამშრომელი გენერალური დირექტორის გადადგომას ითხოვს.
მოშიმშილეთა თქმით, პროტესტის მიზეზი შემცირებული ხელფასები, რეორგანიზაცია და გაუარესებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტია.
ნავსადგურის დირექტორისა და მოშიმშილეების გუშინდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
„ეს გამოწვეულია დირექტორის ხისტი პოზიციით, ხისტი და მე ვიტყოდი არასამართლიანი მიდგომით, როგორც პროფკავშირების ასევე ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ, კონფლიქტი მოგვარებისკენ წაიყვანოს“- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - მაჟორიტარების” თავმჯდომარე ილია ვერძაძე.