17 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ენმ კახათში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს

სოფელ კახათში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების დროებითი საცხოვრებელი სახლები დაათვალიერეს.

მოსახლეობის თქმით, მათ ექსპერტიზის გადაწყვეტილება აქვთ, რომ შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. „ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ კახათში მცხოვრები დევნილები ბინების განაწილებაში თუ არ მოხვდება ისინი მხარს დაუჭერენ დევნილების აქციას, მიმართავენ პროკურატურას და ჩართავენ ყველა შესაბამის სტრუქტურას ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

„ეს ექვსი ოჯახი ითხოვს გააუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. საშინელი მდგომარეობა აქვთ და იმის ნაცვლად, რომ მოუგვარონ ეს პრობლემები სთხოვენ რაღაც ბიუროკრატიულ მაქინაციებში ჩართვას“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა.

დღის ამბები