დღის ბოლოს ბათუმის პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, მუშებს პატარა ხომალდები ზღვაში თვითნებურად გაჰყავდათ და გზას ხერგავდნენ, რათა პორტიდან გემის გასვლაში ხელი შეეშალათ. ფაქტზე გამოძიება 222-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს და სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საგამოძიებო უწყების ბრალდებებს უარყოფენ პორტის თანამშრომლები, ისინი ნავსადგურის შენობაში გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობენ.