ზვიად დევდარიანის ადვოკატი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, მობილური ტელეფონებიდან მიმოწერების ამოღების და იდენტიფიცირების მიზნით დღეს ოფიციალურად მიმართავს. სიდა-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის უფლებადამცველის ინფორმაციით, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ ისინი საკუთარი სიმართლის დასადგენად სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებენ და პირველ რიგში პროკურატურას მიმართავენ. ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ბრალდებას დევდარიანი კატეგორიულად უარყოფს.
"ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ არანაირ ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია, უფრო მეტიც, ექსპერტიზის შემდეგ ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას რათა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შელახა ზვიად დევდარიანის პირადი მიმოწერა, პირადი ცხოვრების საიდუმლოება,"-აცხადებს ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია.