საკუთრების უფლების ქსენოფობია - საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვას ეხება, "სამართლიანი არჩევნები" აკრიტიკებს. არასამთავრობო ორგანიზაცია გასული წლის სექტემბერში მიღებული გადაწყვეტილების გამო პარლამენტს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევასა და "რადიკალური დაჯგუფებების" დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. "სამართლიან არჩევნებში" ამბობენ, რომ ახალი კანონის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება უცხოელებზე მაინც იქნება შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, რაც კორუფციის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.