„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიისგან 9 აპრილს დაზარალებულებისთვის დახმარების გამოყოფას ითხოვს.
ამ წინადადებით ოპოზიციური პარტია მერიას დღეს მიმართავს. „ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მძიმე სოციალურ ვითარებასთან ერთად დაზარალებულების ერთ-ერთ მთავარი პრობლემა შერყეული ჯანმრთელობაა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მათთვის არაფერს აკეთებს.
ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ მერია მათ წინადადებას გაითვალისწინებს.
„არანაირი ბენეფიტი დღეს სახელმწიფოს მხრიდან თუ არ ჩავთვლით 22 ლარიან სუფსიდიას 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს არ აქვთ.
"შევთავაზებთ თბილისის მერიას ცვლილებებს სოციალურ და პროგრამულ ნაწილში“ -ამბობს ლილე ლიპარტელიანი.