"რუსეთი ოკუპანტია" - სტიკერები ამ წარწერით ახალგაზრდებმა, გვიან ღამით, აეროპორტის მგზავრების ჩემოდნებს მიაკრეს.
ახალგაზრდების თქმით, აქციის მიზანია, რუსეთის უკანონო ქმედების, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია მთელმა მსოფლიომ გაიგოს.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისიდან მიმავალ ტურისტებს რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შესახებ უყვებოდნენ.
თითქმის ყველა მათგანმა სტიკერის გამოყენებაზე თანხმობა განაცხადა.
"საქართველოში პირველად ვარ. აქ ჩამოსვლამდე არაფერი ვიცოდი რუსული ოკუპაციის შესახებ, თუმცა ახლა ყველაფერი შევიტყვე. მე მხარს ვუჭერ საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და სტიკერს პაკისტანში აუცილებლად ჩავიტან,"-ამბობს ტურისტი პაკისტანიდან ნომან სეინი.