17 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
"ჩვენ ექსპერტიზის დასკვნას წარვადგენთ გამოძიებაში და შევეცდებით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე,"- ზვიად დევდარიანის ადვოკატი 

"ჩვენ ამ ექსპერტიზის დასკვნას წარვადგენთ გამოძიებაში და შევეცდებით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე," - ეს განცხადება ზვიად დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. 

ზვიად დევდარიანის ადვოკატი, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმართვას. უფლებადამცველი ექსპერტიზის ბიუროში დღეს ორი მობილური ტელეფონით მივიდა და მოითხოვს ექსპერტებმა, ამ ტელეფონებში დაფიქსირებული მიმოწერა შეისწავლონ.

ადვოკატი ამბობს, რომ ამ მიმოწერით დევდარიანის უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს. 

„ჩვენ ვაპირებთ, ასევე მივმართოთ საქართველოს მთავარ პროკურატურას უახლოეს დღეებში, როდესაც გვექნება ექსპერტიზის პასუხები კონკრეტულად ამონარიდების, იმ პირადი მიმოწერის კონკრეტულ პირებთან. ჩვენ ამ ექსპერტიზის დასკვნას წარვადგენთ გამოძიებაში და შევეცდებით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, რომ არანაირი ძალადობას, არანაირ სექსუალურ შევიწროებას, მსგავსი ტიპის მიმოწერებში არ ქონია ადგილი, ეს არის მტკნარი სიცრუე, მოგონილი და ანგაჟირებული თემა,“ - განაცხადა ზვიად დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები