ამ წუთებში ქობულეთის გზაზე ხმაურია. დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე, კიდევ ერთი ხის ტრანსპორტირების გამო დაიწყო.
ასწლოვანი ევკალიპტის გადატანის გამო ქობულეთსა და რამდენიმე სოფელს შორის მოძრაობა დილიდან შეფერხებულია. ადგილობრივები შემოვლითი გზით სარგებლობენ. მიმდინარე პროცესს აპროტესტებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.”
ისინი კომპანიას, რომელიც ხის გადატანის სამუშაოებს ასრულებს, ხის შეკვეთილში წაღების საშუალებას არ აძლევენ და მოითხოვენ ევკალიპტი იქ დააბრუნონ, სადაც წლების მანძილზე იდგა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
„ჩვენი მოთხოვნაა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რომ ეს ხე დარჩეს მოსახლეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაფრთხილეთ პოლიცია, რომ ვაპირებთ დავაზიანოთ ხე და ნუ გვიბიძგებენ, რომ ჩავიდინოთ უკანონობა,“ - აცხადებს ენმ-ს წევრი ბონდო თედორაძე.