17 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
„მოვუწოდებ მსხვერპლებს, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან,“ - ნათია მეზვრიშვილი დევდარიანის საქმეზე საუბრობს

„მოვუწოდებ მსხვერპლებს, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან,“ - ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

შინაგან საქმეთა მისტირის მოადგილის თქმით, დაზარალებულებს უწყებისთვის არ მიუმართავთ. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ზვიად დევდარიანის გამოკითხვაც დაიგეგმება.

„ჩვენ გამოძიება დავიწყეთ, მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის მსხვერპლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას მსხვერპლებთან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტებსაც, რომლებიც ფლობენ ასეთ ინფორმაციას, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, მოვუწოდებ მსხვერპლებს, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. სხვაგვარად, ჩვენ გაგვიჭირდება ამ ადამიანების ვინაობების დადგენა. დევდარიანი გამოიკითხება აუცილებლად და გახდება საზოგადოებისთვის ეს ცნობილი. მან გამოხატა სურვილი, ვინც გამოხატავს სურვილს და ვინც ფლობს გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ბუნებრივია ყველა ეს პირი გამოიკითხება, მათ შორის ზვიად დევდარიანიც,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ავტორი: ნათია მეზვრიშვილი. 

დღის ამბები