17 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
”სვანეთს არ დაგატბორინებთ” - სვანების პროტესტმა თბილისში გადმოინაცვლა

”სვანეთს არ დაგატბორინებთ” - მესტიის შემდეგ სვანების პროტესტმა თბილისში გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები მთავრობის ადმინისტრაციასთან გააჟღერეს.

სვანები მესტია ჭალაჰესის და საქართველოს სხვა რეგიონებში დაგეგმილი მცირე და დიდი ზომის ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ „მესტია ჭალა ჰესი“ ექსპლუატაციაში შევა, ეს სვანეთის უნიკალურ ბუნებას გაანადგურებს.

ადგილობრივების რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ ამ ეტაპზე მესტიაში ჰესის მშენებლობა შეჩერებულია. მოსახლეობა დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნას ელოდება.

„პროტესტი გახლავთ მხარდასაჭერი აქცია იმ მომხდარი უნამუსობის, უკანონობის და ძალადობის გამო, რაც მესტიაში ამ დღეებში ხდებოდა. შეყვანილი იყო სპეცდანიშნულების რაზმები, რომ გასწორებოდნენ იქაურობას და მოსახლეობა დაესაჯათ. აიკრძალოს ყოველგვარი მავნებლური პროექტი სვანეთის ტერიტორიაზე,“- განაცხადა აქციის მონაწილემ, მანანა საღლიანმა.

დღის ამბები