17 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
"არ ვიცი რა მოვლენასთან გვაქვს ტყიბულში ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე"-ირაკლი პეტრიაშვილი

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის დასკვნას ელოდება პროფკავშირების თავმჯდომარე, თუმცა ირაკლი პეტრიაშვილი ამ კომისიის საქმიანობაში პროფკავშირების ჩართვასაც ითხოვს. მისი თქმით, თუ სახელმწიფო უწყებებმა პროფკავშირების წარმომადგენლებს საქმის შესწავლაზე უარი უთხრეს, ეს იქნება იმის დასტური, რომ ტრაგედია შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას უკავშირდება. პეტრიაშვილის ინფორმაციით გასულ წელს შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 ადამიანი ემსხვერპლა.

„მე მინდა გარკვეულწილად ჯერჯერობით გავმიჯნო ის, რაც ხდება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაც ხდება ტყიბულში. მე არ ვიცი რა მოვლენასთან გვაქვს ტყიბულში ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე. შესაბამისად, ეს რომ გავიგოთ და საზოგადოებამ იცოდეს აუცილებელია პროფკავშირის წარმომადგენელი იყოს იმ კომისიაში ჩართული, რომელიც კვლევას ახორციელებს. ეს იქნება  გარკვეულწილად ლაკმუსის ქაღალდი, რამდენად გულწრფელად სურს მთავრობას და შახტის ადმინისტრაციას რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე,“-განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

დღის ამბები