17 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
როგორც მიწისძვრის პრევენცია არ შეიძლება, ისე ვერ ხერხდება სამთო დარტყმის პრევენცია - "საქნახშირის" დირექტორი

„როგორც მიწისძვრის პრევენცია არ შეიძლება, ისე ვერ ხერხდება სამთო დარტყმის პრევენცია,“- ეს განცხადება „კურიერის“ პირდაპირ ეთერში „საქნახშირის“ დირექტორმა ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ჯამბულ ჯაყელი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გამორიცხავს.

მან შახტში მომხდარი შემთხვევის მიზეზებზე ისაუბრა. ჯამბულ ჯაყელის თქმით, შახტში მუშები დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ. 

„შახტში სამთო დარტყმამ დიდი ჭავლის ჰაერის გატყორცნა გამოიწვია. ადამიანების ნაწილი, რომლებიც სავალ შრეებში მუშაობდა, დაატრავმირა, ნაწილი დაიღუპა. ერთ საათში ყველა ადამიანის მოძებნა და ნახვა მოგვიწია,“- აღნიშნა ჯაყელმა.

„საქნახშირის“ დირექტორის თქმით, ტყიბულში ჯანდაცვის, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელები იმყოფებიან და კომპლექსური შემოწმება მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ასევე მიმდინარეობს გამოძიება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები