17 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ჩვენ აღარ შეგვიძლია ცხოვრება, ჩვენ სახელმწიფოს შვილები არ ვართ? - დაბა ლაითურის მცხოვრებლები ხეების გადატანაზე საუბრობენ

„ჩვენ აღარ შეგვიძლია ცხოვრება, ჩვენ სახელმწიფოს შვილები არ ვართ?“ - დაბა ლაითურიდან ივანიშვილის ეზოში კიდევ 5 გიგანტური ხის გადატანას ადგილობრივები აპროტესტებენ.

ბიძინა ივანიშვილისათვის დაბა ლაითურიდან კიდევ 5 გიგანტური ხე გადააქვთ. სატრანსპორტო სამუშაოებს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ამ დროისთვის შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა თბილისსა და ბათუმს შორის, ხოლო გვერდით მდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

ადგილობრივმა მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტა, ისინი ხეების მოთხრას და ქარსაფარი ზოლის გაჩეხვას აპროტესტებენ. 

დღის ამბები