17 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ტრაგიკული შემთხვევა მინდელის შახტში - სამი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კვლავ საავადმყოფოში რჩებიან.

ორი შედარებით მძიმედ დაშავებული პაციენტი მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის, ერთი კი ტყიბულის საავადმყოფოში იმყოფება.

„ორი პაციენტია მოთავსებული ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. ერთის მდგომარეობა სტაბილურია. მეორე პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციაში შედარებით მძიმეა მდგომარეობა, მაგრამ სტაბილური. ტყიბულის საავადმყოფოში იმყოფება ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია,“ - ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები