17 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
ბექა ნაცვლიშვილი ტყიბულის შახტში დროებითი სახელმწიფო მმართველის დანიშვნაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ერთი ნაწილი ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას კომპანიაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას უკავშირებს და „საქნახშირში“ სპეციალური მმართველის დანიშვნაზე საუბრობს.

დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის თქმით, უსაფრთხოების მხრივ არსებული არაერთი და ტრაგიკული შემთხვევების ხშირი განმეორება საკმარისი საფუძველია სახელმწიფომ კომპანიის მართვა ინვესტორს ჩამოართვას და თავად იტვირთოს.

„დაუყოვნებლივ ყველა მძიმე და მავნე პირობებთან სამუშაოებში და განსაკუთრებით სამთო მომპოვებელ სფეროში უნდა შევიდნენ, როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, ისე ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალისტები.

მეორე- დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შევიდეს სახელმწიფო დროებითი მმართველი, რა თქმა უნდა, შრომით კოლექტივთან და თვითონ კერძო მფლობელთან ერთად. ვიდრე სიტუაცია არ გამოსწორდება, მანამდე კერძო მფლობელს არ უნდა გადასცეს ეს საწარმო სამართავად და მესამე- როდესაც სიტუაცია გამოსწორდება, შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მხოლოდ კერძო მფლობელს სამართავად. თუ შემდგომშიც განმეორდება ასეთი რაღაცეები, მაშინ შესაბამისად უნდა მოხდეს ამ საწარმოების ნაციონალიზაცია“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

დღის ამბები