17 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
დაშავებულების ოჯახის წევრები დავარწმუნეთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს დაზარალებულთა მდგომარეობის გამოსწორებისთვის - ქუმსიშვილი

ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი, ტყიბულში, მინდელის შახტში დაშავებული პირების ოჯახის წევრებს შეხვდა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა დაშავებულები უმოკლეს დროში გამოჯანმრთელდნენ. 

ამ დროისთვის მკურნალობას სამი დაშავებული გადის. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კონტაქტური არის. ჩვენ მასთან ვისაუბრეთ დეტალებზე. მეორე პაციენტი არის ოდნავ მძიმე თუმცა ასევე არის კონტაქტური. 

ჩვენ შევხდით ოჯახის წევრებს და  დავარწმუნეთ ოჯახის წევრები რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა დაზარალებულების მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორდეს,“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ტრაგიკული შემთხვევა ტყიბულში, მინდელის შახტში დილის 05:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

დღის ამბები