17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
"დაგლეჯილი და დაძეძგილია ჩემი შვილი"- გარდაცვლილი მეშახტის მამა 

მინდელის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრები  „საქნახშირის“ და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ადმინისტრაციაში ისინი დღეს დილით დაიბარეს.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა დაკრძალვის, ასევე კომპენსაციების საკითხი იყო. 

გარდაცვლილი მირზა ქურციკიძის მამა ჟილინა ქურციკიძე აღნიშნავს, რომ შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული რომ ყოფილიყო, მსგავსი ტრაგედია არ მოხდებოდა.

ტრაგედიის მიზეზებზე საუბარი უჭირს გარდაცვლილი გიორგი ბოჭორიშვილის მამას.  ჯონდო ბოჭორიშვილის თქმით, ის უკვე ერთ წელზე მეტია შახტში აღარ მუშაობს და არ იცის, რამ გამოიწვია 6 ადამიანის დაღუპვა.

მინდელის შახტში შემთხვევა გუშინ მოხდა, 6 მეშახტე დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა. 

დღის ამბები