17 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
კიევის ქუჩაზე, ხანძრისას დაღუპული 71 წლის მამაკაცი იორდანიის მოქალაქეა

თბილისში კიევის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი, 71 წლის, მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცი, რომელიც მძიმე ხარისხის დამწვრობის გამო გარდაიცვალა, იორდანიის მოქალაქე.

მას და კიდევ სამ ადამიანს, რომლებიც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, კიევის ქუჩაზე სახლი ჰქონდათ ნაქირავები. დაშავებულია ბინაში მცხოვრები კიდევ სამი პირი. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ის დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. 

„დამწვრობა მიიღო ცეცხლის ალით ბინაში, სადაც ცხოვრობდა. მიიღო 5 პროცენტამდე მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა. ამის გამო, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში და უტარდება მკურნალობა.

დამწვრობა აქვს მიღებული მტევნების არეში და ტერფების არეში“- ამბობს ექიმი გიორგი გამგენიძე.

დღის ამბები