დღეს წითელი პარასკევია - ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანული სამყაროსთვის. მართლმადიდებლურ ტაძრებში, მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, ჯვრიდან გარდამოხსნის და დატირების რიტუალი სრულდება.
წითელ პარასკევთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას ილია მეორე აღავლენს. ილია მეორის მიბრძანებას სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში ელოდებიან.
დღეს მორწმუნეები, ჯვარცმასთან დაკავშირებით, სიმბოლურად კვერცხებს წითლად ღებავენ. გარდამოხსნის რიტუალის შემდეგ შესრულდება დატირების ცერემონია.
ხვალ საღამოს კი ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება. კვირას კი მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს.