სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება. გარდამოხსნის წესს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსაყდრე, მეუფე შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
ტაძრის შუაგულში დაბრძანებულია სადგამი, რომელიც საფლავს განასახიერებს.
გარდამოხსნას პატრიარქი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს, მას ტაძარს სამჯერ შემოატარებენ და ტაძრის შუაგულში დააბრძანებენ.
გარდამოხსნის წესის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში დატირების რიტუალს ტრადიციულად, უკვე 39-ჯერ ნაირა ნაჩხატაშვილი შეასრულებს.
დღეს მორწმუნეები ჯვარცმასთან დაკავშირებით, სიმბოლურად, კვერცხებს წითლად ღებავენ. ხვალ საღამოს კი ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება. კვირას კი მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს.