18 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
ხანძარი თბილისში - ჯაფარიძის ქუჩაზე 6 სახანძრო მანქანაა მობილიზებული

თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე ხანძარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის 6 ეკიპაჟია მობილიზებული. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან „რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელ სახლში 80 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. 

დღის ამბები