ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში ათასობით ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. საწყობიდან გამქრალია 6 ათასი ამპულა.
გამოძიების დაწყების შემდეგ, კლინიკაში, რომელსაც კომპანია "მედ-ემერჯენსი" მართავს, ორი თანამშრომელი არ გამოჩენილა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, აღრიცხვის ან შენახვის წესის დარღვევას გულისხმობს.