17 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სიონში წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ატარებს

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. 

წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. ამასთან, დიდი ვნების კვირის შაბათთან დაკავშირებით ტაძარში დაბრძანებულია გარდამოხსნა. 

მსახურების დროს წმინდა სახარებიდან იმ ადგილს წაიკითხავენ, სადაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ მისგან იშვებოდა მაცხოვარი. 

წირვის ბოლოს პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს. 


დღის ამბები