17 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
"აუდიტორია 115"-ის დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

აუდიტორია 115-ის დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 5 ადამიანი საპატრულო პოლიციამ თბილისში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დროს დააკავა.

აუდიტორია 115-ის წევრები ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულების ოჯახებს სოლიდარობას უცხადებდნენ და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებდნენ. ისინი ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.

აქტივისტებმა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყეს და საბოლოოდ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც მოძრაობის გადაკეტვა სცადეს. აქტივისტების დაკავება პატრულისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები