17 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს დავით ბაქრაძემ მიუსამძიმრა

გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, მიუსამძიმრა.

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მომხდარის სწრაფად გამოძიებას და ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენას სთხოვს. 

„ეს ამბავი არ უნდა დარჩეს გამოძიების და გარკვევის გარეშე. რა თქმა უნდა, შესაბამისმა უწყებებმა უნდა ჩაატარონ გამოძიება, რომლის შედეგიც უნდა ეცნობოს საზოგადოებას, უნდა ეცნობოს პარლამენტს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამ შეუქმნა საფრთხე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და მივიღოთ ყველა ზომა, რომ სამომავლოდ რისკები დავიყვანოთ მინიმუმზე,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

დღის ამბები