30 სექტემბერი 2024,   01:35
ვრცლად
„არა ონის კასკადს!“ - რაჭაში საპროტესტო აქცია დღეს გაიმართება

„არა ონის კასკადს!“ - საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების ორგანიზებით ონის მთავარ მოედანზე დღეს გაიმართება.

ზემო რაჭის მოსახლეობა „ონის კასკადის“ მშენებლობას გააპროტესტებს.

აქციის ორგანიზატორებმა კონსულტაცია გეოლოგებთან და სეისმოლოგებთან გაიარეს, რის საფუძველზეც აცხადებენ, რომ ონის კასკადის პროექტში არ არსებობს არც ერთი დასკვნა, რომელიც პროექტის უსაფრთხოებას დაადასტურებს.

მოძრაობის წევრების მტკიცებით, კასკადის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. 

დღის ამბები