იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის ემზადებიან. მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომის ტაძარში დილიდან იკრიბებიან და იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს ელოდებიან, რომელიც ცერემონიას გაუძღვება.
ტრადიციულად, კუვუკლიაში შესვლამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები გაჩხრეკენ.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ მას პირველად ბეთლემში ჩაიტანენ, შემდეგ კი ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში გაავრცელებენ.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიასთან დაკავშირებით იერუსალიმის ძველ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქუჩებში დამატებით ასობით პოლიციელი და საზღვრის დაცვის თანამშრომელია მობილიზებული.
"წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიასთან დაკავშირებით ისრაელის ეროვნული პოლიცია უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს იერუსალიმსა და მის გარშემო, ასევე ძველ ქალაქში. ქუჩაში ასობით სამართალდამცველი პატრულირებს და წესრიგს უზრუნველყოფს. ეს ზომები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რათა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რაიმე ინციდენტები თავიდან ავიცილოთ,“ - განაცხადა ისრაელის პოლიციის პრესსპიკერმა, მიკი როზენფილდმა.