17 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
მოტეხილი ნეკნები, დაზიანებული თავის ქალა და ტვინის დაჟეჟილობა - დაშავებული მეშახტე ისევ რეანიმაციაში რჩება

ტყიბულში, მინდელის შახტში ტრაგედიის დროს დაშავებული მუშა ამ დრომდე ქუთაისის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ექიმის თქმით, მას მოტეხილი აქვს ნეკნები, დაზიანებული აქვს თავის ქალა და ტვინის დაჟეჟილობა აქვს მიღებული.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის, ირაკლი გოგინავას, თქმით, პაციენტის მკურნალობის დინამიკა დადებითია, ის კონტაქტურია, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობა საყურადღებოა, რის გამოც რეანიმაციაში რჩება. ჯერჯერობით უცნობია, პაციენტი კლინიკას როდის დატოვებს. 

„დაზიანებულია გულ-მკერდის კასკადი, მოტეხილი აქვს ნეკნები, დაზიანებულია თავის ქალა, ტვინის დაჟეჟილობა აქვს,“ - აღნიშნა ირაკლი გოგინავამ.

ტყიბულში, მინდელის შახტში ტრაგედიის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. გარდაცვლილებს სამშაბათს დაკრძალავენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები